სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავთან ხალხის ნაკადი არ წყდება

სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავთან ხალხის ნაკადი არ წყდება

იმედი|imedinews.ge

სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ტაძარში დილის 08:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე შეუძლიათ მოქალაქეებს მისვლა, მოსახსენიებელი პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ დროისთვის საფლავთან ისევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მრევლს არ აქვს საშუალება ახლოს მისვლისა და შეხების. მათ შეუძლიათ შემოსაზღვრული სივრციდან მიაგონ პატივი.

„ჩვენმა ერმა, თავისი ერთიანობით, მართლაც მთელ მსოფლიოს აჩვენა სიყვარული. პატივისცემა გამოხატა მისი უწმინდესობის მიმართ ცრემლით, პატივის მიგებით“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურმა სვიმეონ-დიმიტრი დათუკიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია