
მწერალთა სახლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
იმედი|imedinews.ge
მწერალთა სახლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დისკუსია შეეხო ქართულ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ცნობიერებას. ღონისძიებას სახელოვნებო სფეროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
„რუსთაველის საზოგადოებამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაატარა. იგი ეძღვნებოდა ქართველი ერის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. მან განსაზღვრა ქართველი ერის იდენტობა“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ საუბრისას რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, მწერალმა დავით შემოქმედელმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge