პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები აგრძელებენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ინფორმაციას „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამჯერად შეხვედრები გაიმართა შიდა ქართლის - კასპის, ხაშურის, ქარელისა და გორის საკრებულოების „ხალხის ძალის“ ფრაქციის წევრებთან.

პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილობრივი ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, შიდა ქართლში საკრებულოებში ფრაქციების წევრებთან შეხვედრები ნაყოფიერი იყო, საუბარი შეეხო პარტიის განვითარებასა და გაფართოებას და აღინიშნა, რომ "ხალხის ძალის" რეიტინგი იზრდება და მსგავსი შეხვედრები სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია