სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას

იმედი|imedinews.ge

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტს საქართველოში, რომელიც შექმნილია საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათა შორის შეთანხმების საფუძველზე.

პროექტის მთავარი მიზანია ფრანგული განათლების სტანდარტის შემოტანა, რაც გულისხმობს: ევროპული ხარისხის სასწავლო პროგრამებს, საერთაშორისო დიპლომების მიღების საშუალებას, სტუდენტებისთვის საფრანგეთში მობილობის შესაძლებლობას. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი, ცენტრის წარმომადგენლები, ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის კოორდინატორი ევა ბერტრანი, კამპუს ფრანს საქართველოს ხელმძღვანელი ნათია მსხალაძე, აგრეთვე პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები: კოლეჯი „აისი“-ს დირექტორის მოადგილე დავით პაპიაშვილი, კოლეჯი „ოპიზარი“-ს დირექტორი მერი სახამბერიძე და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ხარისხის მართვის სპეციალისტი ნანა ბატიაშვილი. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ცენტრსა და ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტს შორის, ასევე პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, მათ შორის ვეტერინარიის პროგრამის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების გაძლიერებას, კოლეჯების შესაძლებლობების განვითარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან დაახლოებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეხვედრა წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ინიცირებულ პროცესს, რომლის მიზანია ერთიანი პლატფორმის შექმნა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად და დარგობრივი განვითარების ხელშესაწყობად. ამავე დღეს, ცენტრის ინიციატივით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და სსიპ კოლეჯ „ოპიზარს“ შორის.

მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და კოლეჯს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით კოლეჯის შესაძლებლობების განვითარება, დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირება. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და გარემოსდაცვითი გაძლიერებას საქართველოში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია