გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურისა და განათლების სფეროში არსებული საკითხები განიხილეს. გიორგი გაბუნიამ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „შეხვედრისას ვისაუბრეთ კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. კულტურის კომიტეტი მზად არის, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და ჩაერთონ საკომიტეტო საქმიანობაში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს შესაძლებლობა უფრო უკეთ გაეცნოს საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია