მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: მინდა, რომ ეს სულისკვეთება ჩვენმა სინოდმა შეინარჩუნოს მე-40 დღიდან 60 დღის ჩათვლით და ავირჩიოთ ის, ვინც უფალმა უკვე შეარჩია და სინოდმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა აირჩიოს
დავით ქართველიშვილი: მინდა, რომ ეს სულისკვეთება ჩვენმა სინოდმა შეინარჩუნოს მე-40 დღიდან 60 დღის ჩათვლით და ავირჩიოთ ის, ვინც უფალმა უკვე შეარჩია და სინოდმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა აირჩიოს

დავით ქართველიშვილი: მინდა, რომ ეს სულისკვეთება ჩვენმა სინოდმა შეინარჩუნოს მე-40 დღიდან 60 დღის ჩათვლით და ავირჩიოთ ის, ვინც უფალმა უკვე შეარჩია და სინოდმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა აირჩიოს

იმედი|imedinews.ge

მინდა, რომ ეს სულისკვეთება ჩვენმა სინოდმა შეინარჩუნოს მე-40 დღიდან 60 დღის ჩათვლით და ავირჩიოთ ის, ვინც უფალმა უკვე შეარჩია და სინოდმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა აირჩიოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში საკუთარი თავიც და მსოფლიოც გავაოცეთ იმით, რომ პატრიარქის გარდაცვალების გამო 1,5მლნ ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. საზოგადოება მდუმარე იყო და 1,5მლნ-მა ადამიანმა ამით პატივი სცა პატრიარქის ხსოვნას.

კითხვაზე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სინოდმა ახალი პატრიარქის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რა შეიძლება, შეიცვალოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასე აქტიურად ებრძვიან ეკლესიის ავტორიტეტს, ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ პირებს ჰგონიათ, რომ წლების განმავლობაში ასე თუ ისე შეძლეს და ჰყავდათ საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი კლირიკოსები, რომლებზეც ფსონი იდებოდა. კერძოდ, ახალი პატრიარქის არჩევის დროს მათი შერჩეული „კლასტერიდან“ იქნებოდა რომელიმე კანდიდატი არჩეული.

„თვითონაც გაოცებულები იყვნენ, როდესაც დაინახეს, რომ 1,5 მლნ ადამიანი გამოვიდა არა მხოლოდ უწმინდესის, ილია მეორესთან დამშვიდობების მიზნით, არამედ მხარდაჭერის ნიშნად იმისა, რომ ყველაფერი რაც ამ ადამიანმა სიცოცხლეში მოასწრო, დაასახელა, ანდერძი დაგვიტოვა, რომ ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს აუცილებლად და არა რომელიმე კლანებისა თუ დაჯგუფებების სურვილი - ამას ხედავენ და ახლა გაგიჟებული არიან. არ იციან, რა მოიმოქმედონ. ცდილობენ, არიონ სიტუაცია ახალი პატრიარქი არჩევის პროცესშიც კი. ამ ყველაფერს ვხედავთ, ვხვდებით და ამის საშუალებას მათ ჩვენი საზოგადოება არ მისცემთ“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის, კეშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს

CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის, კეშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს

იმედი

Reuters: აშშ-ს მხოლოდ იმის დაზუსტებით თქმა შეუძლია, რომ ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა

Reuters: აშშ-ს მხოლოდ იმის დაზუსტებით თქმა შეუძლია, რომ ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა

იმედი

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს - კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

The Wall Street Journal: გერმანიის მთავრობა ბენზინგასამართ სადგურებს ფასების დღეში ერთზე მეტჯერ გაზრდას აუკრძალავს

The Wall Street Journal: გერმანიის მთავრობა ბენზინგასამართ სადგურებს ფასების დღეში ერთზე მეტჯერ გაზრდას აუკრძალავს

იმედი