
მეუფე საბა: ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან ადამიანებმა, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. არ იციან, რომ პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ან თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი
იმედი|imedinews.ge
პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით და დადის და ვინ მანქანით, არ ხდება იმ შედარებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით, - განაცხადა ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ქადაგებისას.
მისივე თქმით, პატრიარქის გამორჩევა არ ხდება კიდევ სხვა იმ სურვილებით და მახასიათებლებით, რომელსაც დღეს ცოტა რაოდენობის ადამიანები ამბობენ.
„ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან ადამიანებმა, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. ადამიანებმა არ იციან, რომ პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ან თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი“, - განმარტა მეუფე საბამ.
საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge