უწმინდესმა ღიად თქვა, რომ თვალდახუჭული არ უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც მოდის დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. უნდა მივიღოთ ის, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

უწმინდესმა ღიად თქვა, რომ თვალდახუჭული არ უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც მოდის დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. უნდა მივიღოთ ის, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

ორი ათეული წლის წინ უწმინდესმა ღიად თქვა, რომ თვალდახუჭული არ უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც მოდის დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. უნდა მივიღოთ ის, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მან საზოგადოებას 2004 წელს ჩაწერილი პატრიარქის განცხადების ვიდეო-ჩანაწერი წარუდგინა და აღნიშნა, რომ უწმინდესის მიერ ნათქვამი გამგებმა გაიგო, ყველამ - კეთილის მსურველმაც და მოწინააღმდეგემაც და შესაბამისად გააძლიერეს შეტევა, ინსტიტუციაზე, რომელიც კედლად აღიმართა ანტიქართულ სურვილებსა და ამ ქვეყნის ინტერესებს შორის.

„უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ პატრიარქი და ერთი კვირაც კი ვერ შეიკავეს თავი ეკლესიის მაგინებლებმა, შურაცხყოფა არ მიეყენებინათ უწმინდესისთვის, საპატრიარქოსთვის და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისთვის. ერი და ბერი გლოვობს და ის ძალები, რომლებიც წლებია, ეროვნულ ფასეულობებს ფეხქვეშ თელავენ, გაასმაგებული ენერგიით უტევენ ინსტიტუციას, რომელიც მთავარი საყრდენია ჩვენი იდენტობისა და რწმენის.

„გიყვარდეთ და გწამდეთ“, - ეს პატრიარქის სურვილია, მაგრამ რა ფასი აქვს ილია მეორის სიტყვებს მათთვის, ვისთვისაც არც სამშობლოა ფასეული და არც რწმენა. უწმინდესი ხშირად შეგვახსენებდა, რომ თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

ცოტა შორიდან დავიწყებ მსჯელობას და პატრიარქის 2004 წლის განცხადებას გაგახსენებთ - საფრთხის მასშტაბები, რომელზეც პატრიარქი ვარდების რევოლუციიდან მალევე ალაპარაკდა, ყოველდღიურად იზრდება.

22 წლის წინ ნათქვამი ზუსტად აღწერს იმ გამოწვევებს, რომელსაც ეკლესია და სახელმწიფო დღემდე უმკლავდება. „კმარა“ და რევოლუციაგამოვლილ საქართველოში გარე ძალების მთავარი სამიზნე რომ მაღალი ნდობის და რეიტინგის მქონე ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იყო, ეს თავად პატრიარქმა დაადასტურა უკვე ვარდების რევოლუციის წლისთავზე.

ორი ათეული წლის წინ უწმინდესმა ღიად თქვა, რომ თვალდახუჭული არ უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც მოდის დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. უნდა მივიღოთ ის, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს - გამგებმა გაიგო, ყველამ კეთილის მსურველმაც და მოწინააღმდეგემაც და შესაბამისად გააძლიერეს შეტევა, ინსტიტუციაზე, რომელიც კედლად აღიმართა მათ ანტიქართულ სურვილებსა და ამ ქვეყნის ინტერესებს შორის.

სწორედ ეს ძალები დაუპირისპირდნენ ეკლესიასთან ერთად საერო ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგას.

ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის ხელისუფლებამ 2004 წელს პატრიარქის ამ განცხადების ჩანაწერის წაშლა და გაქრობაც სცადა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ნახეთ ძალიან ბევრი ფაქტი და საარქივო მასალა ჯვაროსნებთან დამარცხებულ სოროსელებზე - მარიამ ოშხნელის სპეციალურ რეპორტაჟში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია