მამა გიორგი ვაშალომიძე: მისი უწმინდესობა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანების გულებში სიყვარულს თესავდა

მამა გიორგი ვაშალომიძე: მისი უწმინდესობა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანების გულებში სიყვარულს თესავდა

იმედი|imedinews.ge

მისი უწმინდესობა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანების გულებში თესავდა სიყვარულს. ეს არის მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის ყველაზე არსებითი გამოვლინება, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ.

„რაც ის დაიკრძალა სიონის ტაძარში, ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა“, - აღნიშნა მან.

დღეს პატრიარქის გარდაცვალებიდან მე 13 დღეა. თაყვანისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად, მოქალაქეები სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავთან ყოველდღიურად, განუწყვეტლივ იკრიბებიან. ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

სიონის ტაძარი ყოველდღე, დილიდან საღამომდე, მრევლისთვის ღიაა. პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია