
გურამ მაჭარაშვილი: ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს
იმედი|imedinews.ge
ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, უცხოურმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა თავისი მტკიცე პოზიცია.
„უცხოურმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა თავისი მტკიცე პოზიცია, რომ ის არ დადგება ლგბტ მხარეს და იქნება ოჯახური ღირებულებების მხარეს. ის არ დადგება ომის მხარეს და იქნება მშვიდობის მხარეს. მართალია არ გამოუვათ, მაგრამ სამწუხაროდ გვექნება ასეთი ტიპის მცდელობები ეკლესიის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge