აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა

აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა

იმედი|imedinews.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ელისო ბოლქვაძემ, შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ჟანა ანდრიასიანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობასა და სახელოვნებო განათლების მიმართულებით გაცვლითი პროექტების განხორციელებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა გალა კონცერტები „მუსიკალური ბათუმი ერევანში“ და „მუსიკალური ბათუმი ვანაძორში“. ღონისძიებებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ მონაწილეობდნენ. მუსიკალური საღამოები საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის საგალობლით გაიხსნა და მის ხსოვნას მიეძღვნა.

გალა კონცერტებზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს, სამინისტროს საქმიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ვიზიტი განხორციელდა განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია