
მამა გიორგი ვაშალომიძე: ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანდება, რათა პატივი მიაგოს პატრიარქის საფლავს. ეს ცხადი დასტურია მისი უწმინდესობის ძალიან დიდი ავტორიტეტისა
იმედი|imedinews.ge
სიონის ტაძარში კვლავ ხალხის უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან, მოქალაქეებს ახლა უკვე მცირედი შეხება შეუძლიათ. ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
სიონის ტაძარი დილის 08:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე ღიაა. პატრიარქის საფლავთან, ხალხი როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდანაც აქტიურად ჩამოდის.
„1 კვირაზე მეტია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი მიიბარა სიონის ჭაღარა ტაძარმა. ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანდება, რათა პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს. ეს კიდევ ერთხელ, ცხადი დასტურია მისი უწმინდესობის ძალიან დიდი ავტორიტეტისა“, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge