მამა ალექსანდრე ბოლქვაძე: უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე: უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა

იმედი|imedinews.ge

უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა. ბოლოს ვნახეთ, რომ მთელი ერი მის დასაფლავებაზე მოვიდა, - განაცხადა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, პატრიარქმა საოცარი მემკვიდრეობა დატოვა.

„პატრიარქმა აირჩია მეუფე შიო, 9 წელიწადი იყო მოსაყდრე და ისე შეგვაყვარა თავი, რომ მე პირადად ვეღარც წარმომიდგენია სხვა ვინმე პატრიარქად. პატრიარქის არჩეულია, ასეთი სიყვარული გამოხატა ხალხმა პატრიარქისადმი და ჩემი აზრით ეპისკოპოსები აირჩევენ უწმინდესის სიყვარულით მეუფე შიოს“, - აღნიშნა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.

სასულიერო პირებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის როლზე. ისინი ილია მეორის დატოვებულ მემკვიდრეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და დარწმუნებულები არიან, რომ მომავალი პატრიარქი, რომელსაც სინოდი აირჩევს, ღირსეულად გაუძღვება და გაუფრთხილდება ილია მეორის დანატოვარს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია