მამა კახაბერ ტვილდიანი: როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე

მამა კახაბერ ტვილდიანი: როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე

იმედი|imedinews.ge

როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე, - განაცხადა მამა კახაბერ ტვილდიანმა.

მან აღნიშნა, რომ ილია მეორის ავტორიტეტიდან და ღვაწლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თუ ვინ არის მომდევნო პატრიარქობის მისი კანდიდატი.

„დღეს მთელი საქართველო ჭირისუფალია, ეს ქრისტიანული ქვეყანაა, ქრისტიანები ვართ ჩვენ და 40 დღე გრძელდება ეს მწუხარება. როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე და ვინც მომდევნო პატრიარქი იქნება, მას მძიმე ჯვარი და მძიმე გზა ექნება თავისი ვალის მოსახდელად, ღმერთი შეეწევა, პატრიარქიც გააძლიერებს. ძალიან კარგად მახსოვს ის ფონი, რამაც ფაქტობრივად, უბიძგა და ერთგვარად, აიძულა პატრიარქი, რომ კი არ დაეწერა, არამედ თავად დაასახელა, ვისაც ის ენდობა.

ილია მეორის ავტორიტეტიდან, მისი ღვაწლიდან და ცხოვრებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვინ არის მისი კანდიდატი და ვიცით, ვინ არის მისი კანდიდატი. თუმცა, იურიდიულად ყველაფერს აქვს თავისი პროცედურა. როგორც ჩვენ გვწამს, ვიცით და ვიცნობთ, ძალიან გამოცდილი, ძალიან გონიერი, ძალიან კეთილსინდისიერი მღვდელმთავრები ჰყავს საქართველოს, ისინი ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის მიერ არიან ნაკურთხები და ისინი ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა მამა კახაბერ ტვილდიანმა.

საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია