
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 240 წარმომადგენელი გადაამზადა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით პირველი დახმარების მოკლე კურსი 240 გიდს, სასტუმროს წარმომადგენელსა და ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველს ჩაუტარდა. ტრენინგები შემდეგ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდა: თბილისი, გორი, ქუთაისი, წყალტუბო, ყვარელი, ამბროლაური, ზუგდიდი, ახალციხე ბათუმი და მესტია. პირველი დახმარების ტრენინგის ძირითადი თემებია:
პირველი დახმარების ძირითადი პრინციპები და პირადი უსაფრთხოება. პირველი დახმარება გულის გაჩერების დროს (გულ-ფილტვის რეანიმაცია). პირველი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში. პირველი დახმარება ჭრილობის (მათ შორის დამწვრობის და ნაკბენების დროს - კონტექსტიდან გამომდინარე). პირველი დახმარება სისხლდენის დროს. პირველი დახმარება სხეულის დაზიანების დროს და დაზარალებულის გადაყვანა (გადაადგილება უსაფრთხოდ). სხვა გადაუდებელი მდგომარეობები (გულის წასვლა, გულყრა, ზედოზირება/მოწამვლა და სხვ.)
იმედი
წყარო: imedinews.ge