
„რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს
იმედი|imedinews.ge
ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება. ოპოზიციური მედიასაშუალებები ტირაჟირებენ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ზვიად ცაბაძის კომენტარს, რომელიც სინოდის სხდომის დისკრედიტაციას ცდილობს და მღვდელმთავრებს შეურაცხყოფას აყენებს.
პარალელურად, ოპოზიციური მედია კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებს ითვლის და სოციალურ ქსელში ოპოზიციის მხარდამჭერები შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ.
„შიოს მომხრე და მოსყიდული ეპისკოპოსები შიოს სასარგებლოდ და სხვა საპატრიარქო კანდიდატთა საზიანოდ შეცვლიან მართვა გამგეობის დებულებას. როგორც წყარო იტყობინებოდა, მღვდელმთავართა ნაწილმა უკვე აიღო 30 ვერცხლი“, - აღნიშნა ზვიად ცაბაძემ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge