მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კონსტანტინე ბუზალაძე: არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესების დაცვით
კონსტანტინე ბუზალაძე: არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესების დაცვით

იმედი|imedinews.ge

არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.

მერის შეფასებით, სრულიად უსაფუძვლოა სოციალურ ქსელებში მიმდინარე აჟიოტაჟი და ცრუ ბრალდებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ უსაფუძვლო აჟიოტაჟს. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია, მიმართოს შესაბამის სამსახურს და მიიღოს ამომწურავი პასუხი“, - განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.

მოქმედი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალურ ინსინერატორში ხორციელდება თავშესაფარში ჩატარებული ვეტერინარული მომსახურების შედეგად წარმოქმნილი ბიოლოგიური ნარჩენების, ასევე გარდაცვლილი ცხოველების უტილიზაცია, რაც წარმოადგენს სტანდარტებით განსაზღვრულ უსაფრთხო და სავალდებულო პრაქტიკას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება

Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება

იმედი

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

იმედი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

იმედი

„ასეთ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - ასეთივე ვითარებაა ამ ეტაპზე პროგრამის მოქმედების არეალის სხვა მუნიციპალიტეტებშიც“ - ლაშა გეგეჭკორი ვიდეოს აქვეყნებს