მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება
Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება

Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.

Wellbeing Magazine-ის ჟურნალისტმა შებს ალომმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედია ტურის ფარგლებში იმოგზაურა და მკითხველს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. ჟურნალისტმა დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა.

„საქართველოში არასდროს ვიყავი ნამყოფი, ამ ტურით აღფრთოვანებული დავრჩი, თბილისიდან ქუთაისსა და წყალტუბოში მცირე ხნით მოგზაურობის შემდეგ ძალიან სასიამოვნო გამოცდილება მივიღე, რომელსაც არ ველოდი. საქართველო საოცრად მომხიბვლელია“, - წერს Wellbeing Magazine-ის ჟურნალისტი.

სტატიის ავტორი აღწერს საქართველოს გამაჯანსაღებელ კურორტებს, ველნეს პროცედურებს, წყალტუბოს სპა ცენტრებს, სადაც უძველესი, ბუნებრივი მინერალური და თიხის საშუალებები გამოიყენება. როგორც შებს ალომი აღნიშნავს, საქართველოს ველნეს კურორტებზე პროცედურები ეფექტურია და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ხელმისაწვდომია.

„ველნეს ცენტრების მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკიდან დაწყებული, თბილისის უძველესი გოგირდის აბანოებით გაგრძელებული და წყალტუბოს ცენტრებით დამთავრებული საქართველო საოცარი გამაჯანსაღებელი მიმართულებაა, რომელიც კონკურენციას უწევს ევროპულს“, - წერს შებს ალომი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

იმედი

შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში

შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში

იმედი

პაპუაშვილი: საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ - ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე

შალვა პაპუაშვილი: მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს