
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს.
„ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს. გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, რომ მსგავსი სახის დეზინფორმაციას და დაუზუსტებელ განცხადებებს ნუ გააკეთებენ“, - აღნიშნა დემნა ხელაიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge