
„მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“ - დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.
„მედიკამენტების ნაწილში ფასწარმოქმნის ჯაჭვი მოკლეა, ის ორსაფეხურიანია და საკვები პროდუქტებისგან განსხვავდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ საოპერაციო ხარჯებს ამცირებს და მეორე მხრივ, შესაძლებელია მომხმარებლებმა ბაზარზე საუკეთესო ფასად შეიძინოს მედიკამენტები. 7000-ზე მეტ მედიკამენტზე არსებობს რეფერენტული ფასი, რომელსაც სახელმწიფო ადგენს, მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge