GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95 %-ით არის გაზრდილი

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95 %-ით არის გაზრდილი

იმედი|imedinews.ge

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვეში, GCCA-ში - 619 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2078 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95 %-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 80 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 142 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 28 მოვაჭრეს - 48 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 50 325 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 საქმეზე - 56 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 5 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ. მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 201 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 176, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 140, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 39, ხოლო სხვა დანარჩენზე - 63. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 68 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12 %, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 16 %.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია