მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა

იმედი|imedinews.ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების დანერგვა და მათი აკრედიტაცია, რაც უზრუნველყოფს ჩატარებული ანალიზების შედეგების სიზუსტესა და ობიექტურობას.

აკრედიტაციის სფერო მოიცავს ზედაპირულ, ჩამდინარე, სასმელ, გრუნტის, ტბისა და ზღვის წყლებში მძიმე მეტალების, ბიოგენური ელემენტების, შეწონილი ნაწილაკებისა და სხვა პარამეტრების განსაზღვრას, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მძიმე მეტალების შემცველობის კვლევას.

ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორია, აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და მონიტორინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კვლევების ხარისხსა და სანდოობას.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების უმეტესობა ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივებით განსაზღვრული მეთოდოლოგიების საფუძველზე ხორციელდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

იმედი

ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება

ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება

იმედი

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

იმედი

კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

იმედი