
4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
იმედი|imedinews.ge
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 4 და 5 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში დახვდებათ იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; ანიმეების გამოფენა; იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება; ორიგამის, შოდოს მასტერკლასი. ასევე, შესრულდება იაპონური ცეკვები.
კვირას, 10:30 საათზე ფესტივალის მეორე დღე ტრადიციულად იაპონური ჩაის წარმოდგენით გაიხსნება, რის შემდეგაც სუშისა და კინცუგის მასტერკლასები გაიმართება.
„საკურას ყვავილობის დღეები“ თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით უკვე მეექვსედ იმართება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge