მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს საზოგადოებაში, მითქმა-მოთქმას და იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა უნდა ეწეროს დახურულ ანდერძში, მე ამას ვუცხადებ მათ, იქნება ამან სიმშვიდე გამოიწვიოს მათშიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, როდესაც პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო.

„სხვა ქვეყნის მაგალითები მომიყვანა, რომ მომხდარა ისე, რომ ანდერძი დაიკარგა კიდევაც და თქვა, რომ ახლა აღარაფერი დაიკარგებაო, გავაცხადე, ჩემი ხელით დავწერე და საზოგადოებას ვაცნობე ამის შესახებო. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მან ეს როდესაც განაცხადა თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი იყო ილარიონ ალფაევის საქართველოში ვიზიტის დაკავშირება მოსაყდრის გამორჩევასთან. თუმცა, ჩვენ არაერთი მოწმობა გვაქვს ხალხის, გვიყვებიან, პატრიარქი ჯერ კიდევ ციანიდის საქმემდე როგორ მსჯელობდა მათთან, რომ აპირებდა გადადგომას და მეუფე შიოსთვის ხელის მომართვას, რომ პატრიარქი გამხდარიყო ის. მე თავად ვესწრებოდი თავიდან ბოლომდე ილარიონ ალფაევის საქართველოში ვიზიტს. საპატრიარქოში რომ მოვიდა, მას შემდეგ იმ ადამიანების რიგებში ვიყავი, ვინც მას მასპინძლობდა. სრულად ვესწრებოდი შეხვედრას საპატრიარქოში, მსგავსი არაფერი ყოფილა“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტეფანო ახოკე: ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია მოიგებს, სრულად დაუჭერენ მხარს მათ კანდიდატს. ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უმეტესობა აფასებს საფრთხედ და გარე ჩარევად - ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და საქართველოს სიტუაციას შორის

რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია

რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია

იმედი

დავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული

დავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული

იმედი

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე: ეს სპეკულაციები, რაც გვესმის ოთხი შვილის დედობაზე, ჩვენმა კოლეგამ, რატი იონათამიშვილმა კარგი პარალელი გაავლო, რომ ყველაზე ამორალური ვიქნები სპეკულირება რომ დავიწყო ეტლითო, ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე