
სტეფანო ახოკე: ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია მოიგებს, სრულად დაუჭერენ მხარს მათ კანდიდატს. ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უმეტესობა აფასებს საფრთხედ და გარე ჩარევად - ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და საქართველოს სიტუაციას შორის
ბრიუსელის ბიუროკრატები და ეროვნული ლიდერები არიან ამაში ჩართულნი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ ბრიუსელიდან უნგრეთზე ზეწოლაზე საუბრისას.
სტეფანო ახოკე საუბრობს ასევე საპარლამენტო არჩევნებში ბრიუსელის მიერ ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ და აღნიშნავს, რომ უნგრეთში ამას საფრთხედ და გარე ჩარევად აფასებენ.
„მათ შორის პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი პირდაპირ არის ჩართული წინასაარჩევნო დაპირისპირებაში. მან სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა პროპაგანდისტული ვიდეო, თავს დაესხა ორბანს და მხარი დაუჭირა ოპოზიციის კანდიდატს. ასევე ევროპის სახალხო პარტია, ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტია უჭერს მხარს ოპოზიციას. ბრიუსელში ამბობენ, რომ თუკი ოპოზიცია მოიგებს, ისინი სრულად დაუჭერენ მხარს მათ კანდიდატს. ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უმეტესობა აფასებს საფრთხედ და გარე ჩარევად”, - განაცხადა სტეფანო ახოკემ.
იგი ამ მხრივ უნგრეთისა და საქართველოს სიტუაციებს შორის მსგავსებასაც უსვამს ხაზს.
„ეს არის არჩევანი ეროვნულ სუვერენიტეტს, კონსერვატიულ ღირებულებებს და ევროკავშირის დღის წესრიგს შორის. თუ ნახავთ ოპოზიციის კანდიდატებს, ისინი ყველანი მუშაობდნენ სხვადასხვა ლიბერალურ ორგანიზაციაში, იქნება ეს ენჯეო სექტორი, ლგბტ აქტივიზმი თუ ასე შემდეგ. მათი იდეები ეწინააღმდეგება ეროვნულ ქრისტიანულ ღირებულებებს, რაზეც უნგრეთი დგას. როდესაც ბრიუსელი მოითხოვს ანტი ოჯახური ღირებულებების მიღებას ან მიგრანტების ნაკადების შემოსვლას უნგრეთში, ისინი ამას მარტივად დათანხმდებიან. ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და საქართველოს სიტუაციას შორის”, - აღნიშნა სტეფანო ახოკემ.
მკვლევარი ასევე იხსენებს უკრაინის პრეზიდენტის მიერ უნგრეთის პრემიერის მიმართ გაჟღერებულ მუქარასაც.
„ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი შეშფოთებული იყო, როდესაც ევროკავშირმა უკრაინის მხარე დაიჭირა უნგრეთის წინააღმდეგ და ასევე შეშფოთდნენ, როდესაც ზელენსკი ორბანს დაემუქრა. ამ განცხადებამ საკმაოდ გავლენა მოახდინა ე.წ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე”, - განაცხადა ახოკემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge