პენიტენციური სამსახური აქვეყნებს იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომლის ამანათის სახით მიღების უფლებაც, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულებს ექნებათ

პენიტენციური სამსახური აქვეყნებს იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომლის ამანათის სახით მიღების უფლებაც, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულებს ექნებათ

იმედი|imedinews.ge

პენიტენციური სამსახური იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მიღების უფლებაც ამანათის სახით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულებს ექნებათ.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; • ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი. • ყველი - 2 კგ; • ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი; • პასკა - 2 ცალი • წითელი კვერცხი-10 ცალი • უკრემო ნამცხვარი • კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გვაცრელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია