მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3543 გამოაქვეყნა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ მოიცავს დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადების, გამოცდის ფორმატის, ტესტის სტრუქტურის, საგამოცდო დროის, შეფასების სისტემისა და მოქმედი წესების შესახებ. დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - მიმდინარეობს, რომელიც 6 აპრილის 10:00 საათიდან დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიზნით, აპლიკანტმა რეგისტრაციის პროცესში, არაუგვიანეს 6 მაისის 18:00 საათისა, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საფასურის გადახდა, რომლის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 6 მაისის 18:00 საათიდან 11 მაისის 18:00 საათამდე პერიოდში, კანდიდატებს მხოლოდ საგამოცდო ქალაქის არჩევა ან ცვლილება, ასევე, უკვე დაწყებული რეგისტრაციის დასრულება შეეძლებათ.

საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტის ოთხი კომპონენტიდან დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამში მაინც დააკმაყოფილებს. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში შესაძლებელია, მოთხოვნილი იყოს ოთხივე კომპონენტში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების აუცილებელ პირობას საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება წარმოადგენს.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს, ხოლო შიდა გამოცდებს - შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. შიდა გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მაგისტრანტობის კანდიდატებს, ყურადღებით გაეცნონ დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას და დადგენილ ვადებში გაიარონ რეგისტრაცია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს

დავით ქართველიშვილი: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს

იმედი

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

იმედი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

იმედი

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი