
9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს
იმედი|imedinews.ge
9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს.
ისინი ცდილობდნენ სახელისუფლებო გუნდის წევრების მიერ მიტანილი გვირგვინები გაენადგურებინათ.
პროცესში სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ ერთი ადამიანი დააკავეს.
ასევე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ.
მანამდე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მცირერიცხოვანთა ჯგუფი იმ მოქალაქეებს უპირისპირდებოდა, რომლებიც „ქრონიკას“ ინტერვიუს აძლევდნენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge