მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეუფე შიო: მრავალი ჩვენგანი დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა - ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია
მეუფე შიო: მრავალი ჩვენგანი დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა - ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია

მეუფე შიო: მრავალი ჩვენგანი დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა - ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია

იმედი|imedinews.ge

სამების საკათედრო ტაძარში მწუხრის ჟამი და გარდამოხსნის წესი შესრულდა.

გარდამოხსნა სამების ტაძარში, სპეციალურ სადგამზეა დაბრძანებული და იგი იქ არასრული სამი დღე დარჩება. მსახურების დროს შესრულდა იესო ქრისტეს დატირების საგალობელი.

გარდამოხსნის წესის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

„იცით ეკლესიის სწავლება, რომ ჩვენი ცოდვებით კვლავ და კვლავ ჯვარს ვაცვამთ მას. და რომ იგი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობისგან. ცოდვების ტვირთისგან. უფალიც სწორედ ამას ელოდება ჩვენგან, რომ ჩვენი ცოდვებით დამძიმებული და დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის, რადგან მრავალი ჩვენგანი და ზოგიერთი წლების განმავლობაშიც კი, დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში - ღმერთის გარეშე, საკუთარი ძალებით, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა, მხოლოდ ამპარტავნული და უგუნური მცდელობაა. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია“, - განაცხადა მეუფემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვია დოლოროსა - ტრადიციულად იერუსალიმში მორწმუნეებმა გოლგოთამდე გზა გაიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვია დოლოროსა - ტრადიციულად იერუსალიმში მორწმუნეებმა გოლგოთამდე გზა გაიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მა ლიბანთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები უნდა შეასრულოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მა ლიბანთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები უნდა შეასრულოს

იმედი

წითელი პარასკევი - მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომის მოლოდინი. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წითელი პარასკევი - მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომის მოლოდინი. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ტრამპი ირანს ახალი დარტყმებით ემუქრება, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება

ტრამპი ირანს ახალი დარტყმებით ემუქრება, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება

იმედი