
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.
ტაძარში უკვე შეკრებილი არიან მორწმუნეები. ცეცხლის გადმოსვლას მართლმადიდებელი არაბების ტაძარში ყიჟინით შესვლა უძღვის წინ - ისინი არაბული შეძახილებით ადიდებენ ღმერთს. ჩვენი სარწმუნოება ჭეშმარიტია, რაც ტრადიციის ნაწილია.
უფლის საფლავის კარი ცვილის სანთლით არის დაბეჭდილი. მანამდე პოლიციამ სალოცავი შეამოწმა და იქ ყველა კანდელი და სანთელი ჩააქვრეს. საფლავზე კი ბამბას აფენენ, რომელზეც ცეცხლი უნდა გადმოვიდეს.
დიდი შაბათის ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოდან იწყება. ბერძნული საპატრიარქოს წარმომადგენლებს ბაირაღები შემოაქვთ. შიგნით შესვლამდე ტაძარში შეკრებილებს ზეთით სავსე ჩამქვრალ კანდელს უჩვენებენ.
საფლავის გარშემო სამჯერ ლიტანიობის შემდეგ, პატრიარქი თეოფილე განიმოსება და კვართით შევა კუვუკლიაში. ტაძარში მყოფებს ხელში უჭირვთ 33 სანთლის კონა, რაც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებს განასახიერებს. რამდენიმე წუთში ქრონიკა იერუსალიმიდან სპეციალურ ეთერს შემოგთავაზებთ.
ომის გამო წელს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება. შეზღუდვები რამდენიმე დღეა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც შესაძლებელი გახადა რიტუალის სრული მასშტაბით ჩატარდეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge