მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი: მსოფლიომ იხილა უპრეცედენტო სიყვარული, რომლითაც ერმა პატივი მიაგო პატრიარქს - მწუხარებას სიხარული მოსდევს და აი, შემობრძანდა დღესასწაული, რომელიც იმედისა და სიცოცხლის გამარჯვების დამტევია თქვენთვის
ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი: მსოფლიომ იხილა უპრეცედენტო სიყვარული, რომლითაც ერმა პატივი მიაგო პატრიარქს - მწუხარებას სიხარული მოსდევს და აი, შემობრძანდა დღესასწაული, რომელიც იმედისა და სიცოცხლის გამარჯვების დამტევია თქვენთვის

იმედი|imedinews.ge

მაღალმა გამჩენმა აკურთხოს სრულიად საქართველო — მისი მთა და ბარი, მისი ცა და ზღვა, მისი ხალხი, მისი მოკეთე და მეგობარი, მისი წარსული, აწმყო და მომავალი! მშვიდობის, გამარჯვების, გაბრწყინების, მომაღლების, აღმშენებლობისა და გაერთიანების საწინდარი იყოს ყოველი დილა ამ დღიდან და უკუნისამდე — ამენ!, - ნათქვამია მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლის, იაკობ გაგულაშვილის მილოცვის წერილში.

„ახლა მწუხრის დღეები უდგას ქვეყანას, რამეთუ იგი ჯერ კიდევ ემშვიდობება თავის სულიერ მამას, ბრძენთა-ბრძენ პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნე გახლდათ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. დიდია დანაკლისის სიმძიმე. ჩემთვის იგი დიდი და ძვირფასი უფროსი მეგობარი გახლდათ, რომლისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა მთელი მსოფლიოს ქართველი ებრაელობა. ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, პირადად ვერ შევძელი მასთან გამომშვიდობება და მისი დატირება, ისე, როგორც უფროსი ძმისა. თუმცა, ყურადღებით ვადევნებდი თვალს საქართველოში მიმდინარე ამბებს. მწუხარე, მაგრამ ამაყი ვიყავი იმის გამო, რომ მთელმა მსოფლიომ იხილა თქვენი უპრეცედენტო სიყვარული და ის საოცარი ერთობა, რომლითაც ერმა პატივი მიაგო პატრიარქს — განურჩევლად მრწამსისა, ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ეს იყო გამჩენისეული სიყვარულის ზეიმი და ცოცხალი სასწაული, რომელიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მიუხედავად ამისა, მწუხარებას სიხარული მოსდევს და აი, შემობრძანდა დღესასწაული, რომელიც, თავისი არსით, იმედისა და სიცოცხლის გამარჯვების დამტევია თქვენთვის.

წმინდა მიწიდან გულითადად გილოცავთ და გლოცავთ, როგორც თქვენთვის მლოცველი მეგობარი. შევთხოვ მაღალ გამჩენს, რომ მოგვასწროს გაერთიანებულ, გაძლიერებულ, მშვიდობიან და გაბრწყინებულ საქართველოს. და გეტყვით დალოცვას, რომელსაც ხშირად ვწერდი ხოლმე პატრიარქს: მომავალ წელს გაერთიანებულ საქართველოში — გამჩენის ნებით! ამენ! მრავალჟამიერ საქართველო“, - ნათქვამია წერილში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში

ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს -  დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს

ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს

იმედი