პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკითხი განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.

„ცვლილებით რეგულირდება საზღვარგარეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობისა და მისი სტრუქტურის სპეციფიკის გათვალისწინებით და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საზღვარგარეთ, სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების საჭიროებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია