მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა

იმედი|imedinews.ge

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ უარყოფით და ცილისმწამებლურ განცხადებებს პასუხობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით გავრცელდა არაერთი ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში უარყოფითი განწყობის გაღვივება და უწყების წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებების წახალისება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით გავრცელდა არაერთი ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში უარყოფითი განწყობის გაღვივება და უწყების წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებების წახალისება. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2 აპრილს, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში შეიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, რა დროსაც სოციალურ ქსელებში აჩვენეს თავშესაფარში მოთავსებული ძაღლი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა, პროვოკაციული მიზნებით გამოიყენეს.

სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში გავრცელდა კადრები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებაში შეუქმნეს მცდარი წარმოდგენა, თითქოს თავშესაფარში ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან და უფრო მეტიც, ხოცავენ.

სინამდვილეში, აღნიშნულ ძაღლს უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და უკვე გამოჯანმრთელებული ცხოველი დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ არეალს.

ამ ერთი ძაღლის მაგალითიც კი, რომელიც მანიპულაციის იარაღად იქცა, ნათლად ადასტურებს, რომ აღნიშნული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ აჰყვნენ დეზინფორმაციულ კამპანიას და შეფასებები გააკეთონ მხოლოდ ფაქტებსა და დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით",- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

იმედი

პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე

პრემიერი: ჩვენი მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია

შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე

შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე

იმედი