
შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე
გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო.
„[აბასთუმნის საკითხზე ] ხელოვნური აჟიოტაჟი რომ იყო გამოჩნდა. რამდენიმეწუთიანი დეზინფორმაცია არის ხოლმე და ამას შეჩვეული ვართ. ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის ხოლმე. ასეთი პროპაგანდისტული ხრიკების დროს ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცადოთ ორი დღე და გადაუვლით მერე ეს ყველაფერი, როგორც სხვა საკითხებს გადაუვლია მათთვის. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ და დავაკვირდეთ სხვადასხვა მედიის ჩართულობას, განსაკუთრებით, ეს შეეხება ბრიუსელის პროპაგანდისტულ ონლაინ მედიებს. დააკვირდით რა თემებს იტაცებენ. როდესაც ამას შევხედავთ, პირდაპირ იშიფრება სქემა საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდის, რომელიც სამწუხაროდ ევროპული ფონდებიდან ფინანსდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge