
ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა: ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და გამარჯვებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მათ აქვთ ძალიან მდიდარი წარსული, არიან ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება.
„ძალიან წარმატებული დღეა დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. უპრეცედენტო წარმატებაა დღესაც როგორც მამაკაცი, ასევე ქალი სპორტსმენი ერთ დღეს ხდება მსოფლიო ჩემპიონი. მინდა, ორივე ჩემპიონს მივულოცო, მათ აქვთ ძალიან მდიდარი წარსული, არიან ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება. მადლობა მინდა გადავუხადო მათი შრომისთვის. ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა და მადლობა მათ შრომისთვის და მათი გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge