
გივი მიქანაძე: შევთანხმდით, რომ პროექტში, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, ქუთაისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ
ამერიკის განათლების დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან შევთანხმდით, რომ პროექტში, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, ქუთაისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, სადაც აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.
„მქონდა შეხვედრა ამერიკის განათლების დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან, რომელიც უშუალოდ უმაღლესი განათლების მიმართულებას კურირებს. მასთან საუბარში შევთანხმდით, რომ ის გამორჩეული პროექტი, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. სავარაუდოდ, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩავრთავთ ამ პროგრამაში“, - აღნიშნა მიქანაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge