
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურის და ცაგერის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ამბროლაურის და ცაგერის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ნარკოტიკულ დანაშაულებზე და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის კანონით განსაზღვრულ სასჯელებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებების სახეობებსა და მათი მოხმარების შედეგებზე.
„შეხვედრებზე, ასევე ხაზი გაესვა მოსწავლეებთან სამართლებრივ თემებზე საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობას.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროკურორებმა სკოლის მოსწავლეების მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს.
საქართველოს პროკურატურა პერმანენტულად ატარებს საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიებს, რაც უწყების პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge