
საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრისა და სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით (რომელიც თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი), უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული 1170 კოლოფი სიგარეტი, 2 სხვადასხვა მსუბუქი ავტომობილის საბურავში, ასევე სალონში არსებულ წინა პანელისა და საწვავის ავზში მალულად ჰქონდათ განთავსებული.
„ორივე ფაქტის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge