მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ორგანიზებულად მოქმედებდნენ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. დადების მეთოდით რეალიზაციას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა, ბათუმში ერთ-ერთი ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს, დაკავებულების მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შემდგომი რეალიზაციის მიზნით -1544 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი““ ,,,მეტამფეტამინი", ,,მდმ-ა" და ,,მარიხუანა“.

სამართალდამცველების მიერ თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ამოღებულია მათ მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთავმა პროფესიულ სახელმწიფო ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღის” დასს უმასპინძლა

რუსთავმა პროფესიულ სახელმწიფო ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღის” დასს უმასპინძლა

იმედი

ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, მაგრამ ამის შესახებ არ ამბობენ, რადგან ეშინიათ, რომ მოკლავენ

ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, მაგრამ ამის შესახებ არ ამბობენ, რადგან ეშინიათ, რომ მოკლავენ

იმედი

შვედეთის და ნორვეგიის ელჩების უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ელჩები ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან

შვედეთის და ნორვეგიის ელჩების უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ელჩები ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან

იმედი

მედია: რუსეთიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა

მედია: რუსეთიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა

იმედი