მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ბრალდებულმა მეზობელს საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკ რუტე: უკრაინის წევრობა ნატოში ამ მომენტისთვის არ განიხილება

მარკ რუტე: უკრაინის წევრობა ნატოში ამ მომენტისთვის არ განიხილება

იმედი

დიდი ბრიტანეთი უცხოური დაფინანსების შეზღუდვას გეგმავს - რატომ არ აქვს საქართველოს გავლენებისგან თავდაცვის უფლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ბრიტანეთი უცხოური დაფინანსების შეზღუდვას გეგმავს - რატომ არ აქვს საქართველოს გავლენებისგან თავდაცვის უფლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ტრამპი: როდესაც მოვისმინე, როგორ თქვა გერმანიის მეთაურმა ირანზე - „ეს ჩვენი ომი არ არის“, მე ვთქვი - მაშინ არც უკრაინაა ჩვენი ომი

ტრამპი: როდესაც მოვისმინე, როგორ თქვა გერმანიის მეთაურმა ირანზე - „ეს ჩვენი ომი არ არის“, მე ვთქვი - მაშინ არც უკრაინაა ჩვენი ომი

იმედი

ვის არ სურს ძლიერი ეკლესია საქართველოში და ერის ერთიანობა? სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2004 წლის მიმართვა და რეალობად ქცეული საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის არ სურს ძლიერი ეკლესია საქართველოში და ერის ერთიანობა? სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2004 წლის მიმართვა და რეალობად ქცეული საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი