
საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
იმედი|imedinews.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი რევოლვერი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ გ.ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge