
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაავედ ცნო
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობის და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 7 დეკემბერს, ბრალდებული ძალის გამოყენებით შეიჭრა თელავში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და დანით სხეულის სხვადასხვა არეში, მრავლობითი, სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
იმედი
წყარო: imedinews.ge