
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
იმედი|imedinews.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.
ასევე ტერიტორიიდან ამოღებულია ფიჭვისა და „წითელი ნუსხით“ დაცული მუხის სახეობის 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და ხე-მასალა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge