ეკა კუპატაძე: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მოსამართლემ ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე მართლა სპეტაკი შვილი მომიკლეს

ეკა კუპატაძე: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მოსამართლემ ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე მართლა სპეტაკი შვილი მომიკლეს

იმედი|imedinews.ge

მე, რა თქმა უნდა, შინაგანი მოლოდინი მქონდა მაქსიმალური სახდელის, - განაცხადა მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძემ ბრალდებულებისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან.

მისი თქმით, პროკურატურამ სასამართლოს სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მან [მოსამართლემ] ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე, ხომ, მე მართლა სპეტაკი შვილი მომიკლეს. პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია