პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავე ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავე ცნო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ერთმა და უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ შეიმუშავეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის გეგმა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოართვეს 5500 აშშ დოლარი და აპირებდნენ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მის უკანონოდ გადაყვანას. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამივე მათგანი დააკავეს.

„ორ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადება) ხოლო ერთს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადება) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, ხოლო ერთს - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის და 6 თვის ვადით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია