ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეები - 1964 წელს დაბადებული ო.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.

ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია