მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სამდღიანი სწავლების ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სქესობრივ დანაშაულებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოს ვალდებულებები, სქესობრივ დანაშაულთა განმარტება და სქესობრივი დანაშაულების ურთიერთგამიჯვნის საკითხები, მტკიცებულებათა მოპოვება და მტკიცებულებითი სტანდარტი და სისხლის სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის უფლებების დაცვის სტანდარტები. ასევე საუბარი შეეხო დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს, დაზარალებულზე ორიენტირებულ მიდგომებს სამართალწარმოების პროცესში და სხვა საკითხებს. სასწავლო კურსის ფარგლებში ასევე ყურადღება დაეთმო დაზარალებულთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, საქართველოს პროკურატურას დამატებით 22 სპეციალიზებული პროკურორი და 4 სპეციალიზებული გამომძიებელი შეემატა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.

პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება და განგრძობადი პროფესიული განათლება, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა

აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა

იმედი

ევროპის ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება - სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სერვისების ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი