მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის და გამოძალვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის და გამოძალვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის და გამოძალვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას, 1941 წელს დაბადებულ ჯ.დ.-ს და მის მეუღლეს, ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა. დ.ნ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული დ.ნ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია

იმედი

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽

იმედი

რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

იმედი

საფრანგეთმა და საბერძნეთმა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს

საფრანგეთმა და საბერძნეთმა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს

იმედი