
„იმედის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ, უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გატანის ბრალდებით დაკავებული, დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაკო ბიძიშვილია
იმედი|imedinews.ge
„იმედის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ, უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გატანის ბრალდებით დაკავებული, დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაკო ბიძიშვილია.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge