
ნიკა ეგაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამებს დღეს შეასრულებს⛸️
იმედი|imedinews.ge
პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს ტურნირში კაცები ჩაერთვებიან.
მოკლე პროგრამას ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიკა ეგაძეც წარადგენს. შეჯიბრი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
მოგვიანებით, 21:45 საათზე კი სპორტულ წყვილებში ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს და ლიდერებს - გერმანულ წყვილს მინერვა ფაბიენ ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინს მხოლოდ 0,33 ქულით ჩამორჩებიან.
ასევე მაყურებლის წინაშე წარდგა ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მსაჯებისგან 69,92 ქულა დაიმსახურა და მოკლე პროგრამაში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge